27 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუკრი კაპანაძისა და ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართება.
კონცერტის პირველი განყოფილება ვალერიან შიუკაშვილს დაეთმობა, მეორე კი – ნუკრი კაპანაძეს.
ძველ და ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად საღამოზე ახალი რეპერტუარიც გაჟღერდება, მათ შორის კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის ახალ ალბომში შესული ნამუშევრები. ასევე შესრულდება ცნობილი სიმღერების განახლებული ვერსიები. კონცერტის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებისთვის სიურპრიზიც იგეგმება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუსიკალური ცენტრის სალაროებში და ვებ-გვერდზე biletebi.ge.

