რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა საქართველოში ფესტივალი დაარსა. მას ”თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფესტივალი” ეწოდება და ბათუმში ჩატარდება.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შევხვდებით ბათუმში – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში. ფესტივალი საქველმოქმედო იქნება და შემოსავალი თბილისში 13 ივნისის ტრაგედიით დაზარებულთა დახმარების ფონდში ჩაირიცხება. თამარ გვერდწითელის პირველი მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 21-23 აგვისტოს გაიმართება.
