LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში თამარ გვერდწითელის სახელობის ფესტივალი ჩატარდება

 

Ardaidardo.Geრუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა საქართველოში ფესტივალი დაარსა. მას ”თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფესტივალი” ეწოდება და ბათუმში ჩატარდება.

 

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შევხვდებით ბათუმში – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში. ფესტივალი საქველმოქმედო იქნება და შემოსავალი თბილისში 13 ივნისის ტრაგედიით დაზარებულთა დახმარების ფონდში ჩაირიცხება. თამარ გვერდწითელის პირველი მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 21-23 აგვისტოს გაიმართება.