LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის აეროპორტში დაკავებულ სნუპ დოგს ჩანთაში 422 ათასი დოლარი აღმოუჩინეს

იტალიურმა პოლიციამ სნუპ დოგი დააკავა, რომელსაც 422 ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული აღმოუჩინეს.
 
მაქსიმალური არადეკლარირებული თანხა, რომლის ქონაც ЕС-ს მგზავრებს აქვთ ნებადართული 11 ათასი დოლარია. მუსიკოსმა კი ამ ნიშნულს საგრძნობლად გადაამეტა.
 
რეპერი დიდ ბრიტანეთში, საკუთარი თვითმფრინავით აპირებდა გადაფრენას. თანხა, კი ”Louis Vuitton”-ის ბრენდის ჩანთაში იყო მოთავსებული.
 
”სნუპმა ფული მას შემდეგ მიიღო, რაც კონცერტები გამართა ევროპაში. ეს არ არის დანაშაული, ეს უბრალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა” – ამბობს სნუპის ადვოკატი ანდრეა პარისი. მისივე თქმით, ჩამორთმეული ფულის ნაწილი მუსიკოსს უკვე დაუბრუნდა უკან. დანარჩენს კი მას შემდეგ მიიღებს, რაც ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა დაითვლება.