LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილიის მეფე – ტურისტების საყვარელი ტერასა ევროპაში

ყველაზე პოპულარული კურორტების ნუსხაში სიცილიის უძველესს ქალაქს – ტაორმინას უკვე დიდი ხანია საპატიო ადგილი უჭირავს. გეოგრაფიული მდებარეობის, განსაკუთრებული ატმოსფეროს და კომფორტის წყალობით ქალაქმა მეტსახელიც მიიღო. სიცილიელები და კუნძულის სტუმრები მას ”ევროპის საყვარელ ტერასას” ეძახიან.

სასტუმრო Belmond Villa Sant’Andrea, თავისი ხედებით ვულკან ეტნაზე, კეთილმოწყობილი პლიაჟით და თვითმყოფადი სამზარეულოთი დიდი ხანია იზიდავს მხატვრებს, მსახიობებს და ბოჰემის სხვა წარმომადგენლებს. სასტუმრო 1830 წელს აშენდა არისტოკრატული ოჯახის კერძო რეზიდენციად, დღევანდელი მფლობელების პერფექციონიზმი კი, ყველაფერში იგრძნობა – სასტუმროს რესტორნის ”Oliviero” დეტალურად შერჩეული მენიუთი დაწყებული და  64 ნომრის ინტერეიერის ინდივიდუალური დიზაინით დასრულებული.

ტურისტების შორის განსაკუთრებული მოწონებით Belmond Villa Sant’Andrea-ს ტერიტორიაზე მოწყობილი სპა ცენტრი სარგებლობს, სადაც გამაჯანსაღებელი პროცედურები პირდაპირ ღია ცის ქვეშ, ფორთოხლების ხეივანში ტარდება. გარდა ამისა, კურორტის სტუმრებისთვის ერთსაათიანი უნიკალური ტურიც ეწყობა პროფესიონალი ფოტოგრაფის ხელმძღვანელობით. მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ ტაორმინას უძველესი არქიტექტურის ფონზე და მოინახულონ პატარა სოფელი სავოკა, სადაც ფილმის ”ნათლიმამა” გადაღებები მიმდინარეობდა.

[Best_Wordpress_Gallery id=”20″ gal_title=”სიცილიის მეფე – ტურისტების საყვარელი ტერასა ევროპაში”]