LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუმ აგენტს საქორწინოდ კუნძული უყიდა

Metro.co.uk-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საბერძნეთში კუნძული იყიდა.

30 წლის ფეხბურთელმა კუნძული მის აგენტს პედრო მენდეშს საქორწინოდ აჩუქა.

წყაროს ცნობით, რონალდუს კუნძულის შეძენა 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.