LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება

Ardaidardo.Ge”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. 6-9 აგვისტოს, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს.

თანამედროვე მუსიკის დღეები სტარტს დღეს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღებს. მონაწილეებს შორის ასევე არიან რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“, MANOLO “The Voice of the Gypsiess”, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“.

კონცერტები ბათუმის 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. საფესტივალო კლუბი კი 7-8 აგვისტოს, 23:00 საათზე VIVA Brasil-ს უმასპინძლებს. თანამედროვე მუსიკის დღეები 9 აგვისტოს, რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ და „ტოპლოადერის“ კონცერტებით დასრულდება.