LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იულიუს კეისარი“ გდანსკის შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

Ardaidardo.Geსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 6 აგვისტოს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი პოლონეთში, გდანსკის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ რობერტ სტურიას სპექტაკლით „იულიუს კეისარი“ წარდგება.

გდანსკის შექსპირის ფესტივალი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური ფესტივალია, რომელმაც 19 წლის მანძილზე ორმოცზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტ თეატრალურ დასს უმასპინძლა.

ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის სპექტაკლებს, ვოქშოფებს და კულტურულ შეხვედრებს მოიცავს, რომელშიც ყველა დროის ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები იღებენ მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი აღნიშნულ ფესტივალზე მეორედაა მიწვეული.