LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნოსტალგია” – ზურა ხაჩიძის ახალი სიმღერის პრემიერა რადიო ”არ დაიდარდოში”

 

Ardaidardo.Geზურა ხაჩიძე რადიო ”არ დაიდარდოს” ახალი სიმღერის პრემიერით ესტუმრა. ”ნოსტალგია” ეს არის რომან რცხილაძის ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერის ახალი ვერსია. როგორც ზურამ განაცხადა, ამ სიმღერის იდეა გელა გნოლიძეს ეკუთვნის. მისი ტექსტის ავტორი თენგიზ ჩხეიძეა, ხოლო მუსიკალურად გაფორმებაში დათო ფორჩხიძე მონაწილეობდა:

 

”მსურდა, რაღაც ძველი, ყველასათვის საყვარელი სიმღერა გამეკეთებინა და გელა გნოლიძემ ”ნოსტალგია” შემომთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. მე მართლაც დიდ პატივს ვცემ რომა რცხილაძის შემოქმედებას, ის ჩემთვის მსოფლიო დონის მუსიკოსია. რა თქმა უნდა, დავურეკე მას და რომა დიდი სიამოვნებით დამთანხმდა ამ სიმღერის ჩაწერაზე. დასრულების შემდეგ  ნამუშევარი მას გავუგზავნე და იმედია, რომ მოეწონა. ეს სიმღერა მინდა, რომ ყველა ქართველ ემიგრანტს მივუძღვნა და მათ სამშობლოში მალე დაბრუნება ვუსურვო”.

 

საინტერესოა, რომ ახალი სიმღერა ერთ-ერთია იმ ნამუშევრებს შორის, რომლებიც ზურას პირველ სოლო ალბომში მოხვდება. ალბომში სულ 14 სიმღერა იქნება, მათგან 12 უკვე ჩაწერილია. მათ შორისაა დუეტები ზურას მეუღლესთან და ქალიშვილთან. ხოლო ბოლო  ორ ნამუშევარს მომღერალი სიურპრიზად ინახავს და მას მსმენელი ალბომის გამოსვლის შემდეგ, დეკემბერში მოისმენს. აღსანიშნავია, რომ ზურა სოლო კარიერის გარდა, ჯგუფთან ერთადაც აქტიურად მუშაობს.

”ქუჩის ბიჭები” მსმენელს მომავალში ახალ სიმღერებს შეთავაზებენ.

 

 

ზურა ხაჩიძე – ნოსტალგია

 

AudioZURA-XACHIDZE-NOSTALGIA.mp3



აუდიო ჩანაწერი

 

 

AudioZura XAchidze

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 

 

 

ფოტოები