ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს დღეს 80 წელი შეუსრულდა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხდეს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს “იანგ ეურო კლასიკ” ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში “კონცერტჰაუზში” გაიმართება.
გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება არვო პიარტის მუსიკაც. სოლისტები არიან: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ “დაად”-ის მხარდაჭერით. ორგანიზატორების ცნობით, დღეს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გია ყანჩელის იმ ნაწარმოებების რეპეტიციას გამართავს, რომელიც 22 აგვისტოს ბერლინის “კონცერტჰაუზში” შესრულდება.
