LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოში ჩააწოდეთ

გუშინ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრების პატივსაცემად ფუნიკულიორზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

”პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება შესაბამის დროს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ.” ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის.

“გარწმუნებთ, უეფას სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელ კონტინენტზე”, – დაამატა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ”დინამო არენა” შესანიშნავ მდგომარეობაშია.