LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარსელონა“ „სევილია“ – 4-2

უეფა-ს სუპერთასის მატჩში, “სევილიამ” მეორე გოლის გატანა მოახერხა. მატჩის მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე გოლი “სევილიას” ფეხბურთელმა რეიესმა გაიტანა. ანგარიში “ბარსელონას” სასარგებლოდ 4:2-ია.
თბილისში, “დინამო არენაზე”, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები “ბარსელონა” და “სევილია” უპირისპირდებიან პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე “სევილიას” ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი “ბარსელონას” ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე კი გოლი სუარესმა გაიტანა.
დღევანდელ მატჩში გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობენ:
“ბარსელონა” – ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სუარესი, მესი.
“სევილია” – ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, რეიესი, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.