LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები მამაკაცებს – როგორ მოვაწონოთ თავი სუსტი სქესის წარმომადგენლებს?

“თქვენ არ გექნებათ მეორე შანსი დატოვოთ პირველი შთაბეჭდილება”, – თქვა ერთხელ კოკო შანელმა. მამაკაცის გარდერობი მართლაც მნიშვნელოვანია სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად, რადგან თუ ქალს არ მოსწონს მამაკაცის ჩაცმულობა, შესაძლოა საერთოდ არ შედგეს ნაცნობობა.

მრავალრიცხოვანი გამოკითხვებით, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა საკუთარი სურვილები გამოთქვეს და ის ხუთი ელემენტი განსაზღვრეს, რაც განსაკუთრებით აღიზიანებთ პარტნიორის ან მომავალი პარტნიორის გარდერობში.

ცუდი სტილის ხუთეულში  პირველ ადგილზე წინდებზე ამოცმული სანდლებია, რომლებსაც პროტესტი ქალბატონების 88 %-მა გამოუცხადა. ღია ფეხსაცმლის ტარება შესაბამის ამინდს და შიშველ ფეხს უხდება, წინდები კი, დახურული ფეხსაცმლისთვის შემოინახეთ. ასე ბევრად უფრო მეტი შანსი გექნებათ თავი მოაწონოთ საწინააღმდეგო სქესს.

ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილს სპორტული კოსტიუმი იკავებს, რომელსაც ბევრი ყველგან და ყოველთვის ატარებს. სპორტული ტანსაცმლის მორგება მხოლოდ სპორტული აქტივობების დროს შეიძლება, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მისი ტარება ცუდი სტილის კიდევ ერთი მანიშნებელია.

მესამე ადგილზე მსხვილი ძეწკვი გავიდა, რომელსაც ქალბატონების 67 %-მა უთხრა “არა!”უკეთესია ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მოაქციოთ და არაა საჭირო ყურადღების მიქცევა მსხვილი და ზედმეტად “მყვირალა” აქსესურებით.

ყვავილებიანი პრინტი გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა დაიწუნა. ქალები მამაკაცებში სიძლიერეს აფასებენ და არა გაფურჩქნულ ვარდებს. ყვავილები ქალის გარდერობის ნაწილია, ამიტომ თუ შვებულებაში ზღვაზე აღმოჩნდით, კარგი იქნება თუ მოერიდებით ეგზოტიკურ პრინტს და ბევრად უფრო თავდაჭერილად  შეძლებთ შთაბეჭდილების მოხდენას.

მეხუთე “საპატიო” ადგილი და ქალების ნეგატიური შეფასება ჯინსებზე  ზევიდან დაკერებულმა ჯიბეებმა მოიპოვეს. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ ქალბატონების სურვილებს და შარვალს ისე შეარჩევთ, რომ შეგნებულად არ დაიმახინჯებთ ფიგურას.