LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა The Voice-ის მრჩეველი გახდება – რატომ განაწყენდნენ მომღერლის თაყვანისმცემლები?

რიანა ამერიკული „ახალი ხმის“ მრჩეველი გახდება. ვარსკვლავი შოუს მენტორებს – ადამ ლევინს, ბლეიკ შელტონს, ფარელ უილიამსს და გვენ სტეფანის დაეხმარება.

ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილოდ შეხვდნენ მომღერლის თაყვანისმცემლები. მათი თქმით, რიანა ყველაფერს აკეთებს მუსიკის გარდა და სწორედ ამიტომ მისი მომდევნო ალბომი კვლავ არ არის მზად.

აღსანიშნავია, რომ სინგლებმა „FourFiveSeconds“ და „Bitch Better Have My Money“, რომლებიც რიანამ მერვე ალბომის მხარდასაჭერად გამოუშვა, საკმაოდ დაბალი რეიტინგით სარგებლობს. თრექი „American Oxygen“ კი, მიუხედავად სკანდალური კლიპისა, მაინც ჩავარდა.