Apple-ის ინჟინერები საკუთარ გაჯეტებზე ცნობილ ლოგოტიპს „დახვეწავენ“. ამიერიდან ის აღარ იქნება დეკორაცია და გარკვეული ფუნქციაც დაეკისრება.
ცნობილ სიმბოლოში ჩატვირთავენ მრიცხველს, რომელიც მფლობელის გულისცემას, თითის ანაბეჭდს და სხვა მონაცემებს დააფიქსირებს. სიახლე არამარტო iPhone-ზე, არამედ MacBook-სა და iPad-ზეც გავრცელდება.
