ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე ბიონსე იქნება გამოსახული. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ფაქტში განსაკუთრებული ის არის, რომ ბიონსე პირველი შავკანიანი მომღერალია, რომელიც ამ გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა.
33 წლის ვარსკვლავი გამოცემის ფოტოსესიაში უზადოდ გამოიყურება. ტანსაცმელი, რომელიც ბიონსეს დიზაინერებმა შეურჩიეს, მის ქალურ ფორმებს მკვეთრად უსვამს ხაზს.

