„ერისიონი“ 130 წლისაა. საიბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 7 ქალაქში კონცერტს გამართავს. 17 აგვისტოს „ერისიონი“ ზუგდიდს ეწვევა და ქალაქის ცენტრალურ პარკში, (სკეიტ პარკში) ღია ცის ქვეშ, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
