26 ივლისს, ბობი კრისტინა ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ, ნიკ გორდონმა სიჩუმე პირველად დაარღვია. უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის მეუღლემ „ტვიტერზე“ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ხანდახან ვუყურებ ჩვენს ნახატებს და ვიღიმი. ბედნიერი ვარ, რომ ის იყო ჩემს ცხოვრებაში. I will always love you” – დაწერა გორდონმა.
შეგახსენებთ, რომ ბობი კრისტინა 22 წლის ასაკში, ექვსთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს გოგონას გარდაცვალების მიზეზი. ეჭვმიტანილად კი სწორედ გორდონი სახელდება, რომელმაც, როგორც ექპერტები ვარაუდობენ, ბრაუნს „ტოქსიკური კოქტეილი“ დაალევინა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.
