ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელმაც წელს პირველობა სერენა უილიამსს დაუთმო და თავად მეორე ჩოგანი გახდა, ამერიკულ კომპანია American Express-თან კონტრაქტი გააფორმა. „დიდი სლემის“ მეოთხედფინალში შარაპოვა სწორედ ამ კომპანიას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მარაია ბევრი ცნობილი ბრენდის სახე ყოფილა – Avon, Porsche, Palmolive, Tag Heuer, Evian, Samsung, Colgate და სხვები. „ფორბსის“ მონაცემებით, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალად ითვლება. უკანასკნელ წელს მისმა შემოსავალმა 29,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
