კიმ კარდაშიანი ოჯახთან ერთად კუნძულ სენ-ბარტსზე რომ ისვენებს სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს. რეალითი-შოუს ვარსკვლავი მუდმივად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ დასვენების ამსახველ ფოტოებს.
უკანასკნელი ფოტოსესია კი ნამდვილად სახალისო გამოვიდა: კიმმა და მისმა დამ, კორტნიმ, რომელიც ასევე სენ-ბარტსზე ისვენებს, გადაწყვიტეს, ბავშვებისთვის დღესასწაული მოეწყოთ და პროფესიონალი ქალთევზა მოიწვიეს, რომელმაც მათთვის აუზში შოუ დადგა. პატარებს კი საღამოს შესაფერისი, ქალთევზას კოსტიმები ეცვათ.


