სტუდია Disney-ს მულტფილმებისადმი სიყვარული მსოფლიო ვარსკვლავებმა გამოხატეს. კომპანიამ გადაწყვიტა თაყვანისმცემლები ახალი მუსიკალური ალბომით გაახაროს, რომელშიც ყველასთვის ცნობილი მულტფილმების საუნდტრეკების ქავერები შევა. მათ შორის იქნება – „არიელი“, „ალადინი“, „მეფე ლომი“, „ალისა საოცრებათა სამყაროში“, „ფიფქია“, „მერი პოპინსი“, „ჯუნგლების წიგნი“ და ა.შ.
„დისნეის“ ჰიტების შესრულებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს არიანა გრანდემ, ჯესი ჯეიმ, ჯეისონ დერულომ, გვენ სტეფანიმ, Fall Out Boy-მ და ა.შ. ალბომზე, რომლის სახელწოდებაც „We Love Disney“ იქნება, მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, ხოლო რელიზი 30 ოქტომბერს შედგება.
უკვე გამოქვეყნდა Ne-Yo-ს მიერ შესრულებული ქავერი მულტფილმიდან „ალადინი“.
