LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კადრები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ჩრილოეთ ირლანდიაში აქტიურად მიმდინარეობს „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის გადაღებები. ინტერნეტში გადაღების მოედნიდან რამდენიმე ფოტო გავრცელდა.

პაპარაცებმა, რომლებიც ერთ-ერთი სცენის გადაღებებზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, მსახიობ მეისი უილიამსის დაფიქსირება მოახერხეს. გოგონა მამაც არია სტარკს ასახიერებს და სცენარის მიხედვით მას ყინულიან წყალში ჩასვლა უწევს. უსაფრთხოების მიზნით კი 18 წლის ვარსკვლავი პროფესიონალი აკვალანგისტის დახმარებით მუშაობს.