LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება 2015 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი?

ჟურნალი People ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს. გასულ წელს პირველი ადგილი კრის ჰემსვორტმა დაიკავა. მას დევიდ ბექჰემი, ბრედ პიტი და რაიან გოსლინგი მოყვნენ.

ამჯერად, ძლიერი სქესის ყველაზე სექსუალური წარმომადგენელი ნოემბერში გამოვლინდება. კანდიდატებს შორის არიან: „დივერგენტის“ ვარსკვლავი ტეო ჯეიმსი, „სუპერ მაიკ XXL“-ის მსახიობები ჩენინგ ტატუმი, ჯო მანგანიელო და მეტ ბომერი, „სამეფო კარის თამაშების“ სექს-სიმბოლო კიტ ჰარინგტონი, ასევე მსახიობები კრის პრეტი, ტეილორ კიტჩი, ლიამ ჰემსვორტი, დევ პატელი და სხვები.