ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ტერმინატორი 5: გენეზისი“ კვლავ საერთაშორისო კინოგაქირავების ლიდერია. გასული უქმეების მონაცემებით ფილმის მოგებამ 353 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს ყველაფერი კი ჩინეთის ბაზრის დამსახურებით.
ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ჩინურ კინობაზარზე, რაც ჰოლივუდური ფილმი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქამდე იყო „ფორსაჟი 7“, „შურისმაძიებლები 2: ალტრონის ერა“ და „ტრანსფორმერები 4“.
შეგახსენებთ, რომ „ტერმინატორი 5“-ში მონაწილეობა არნოლდ შვარცენეგერმა, ჯეისონ კლარკმა, ემილია კლარკმა, ჯეი კორტნიმ, ჯეი ქეი სიმონსმა და სხვა მსახიობებმა მიიღეს.
