ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი – ლილი როუზ დეპი ჟურნალ Love Magazine – ის მთავარი გმირი გახდა. 16 წლის გოგონამ პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა Victoria’s Secret-ის 24 წლის „ანგელოზთან“, მაილი საირუსის მეგობარ გოგოსთან – სტელა მაქსველთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ლილი-როუზმა ცოტა ხნის წინ მიიღო ხმამაღალი ფეშენ-სტატუსები: იგი Chanel-ის სახე და კარლ ლაგერფილდის ახალი მუზა გახდა და ბრენდის შემოდგომა-ზამთრის სათვალეების კოლექცია წარმოადგინა.
რაც შეეხება მაქსველს, „ანგელოზების“ შემადგენლობას ის აპრილიდან შეუერთდა. თუმცა მისი სახელი უფრო ხშირად პირად ცხოვრებასთან არის დაკავშირებული: სტელა სკანდალური მაილი საირუსის მეგობარი გოგოა.
