LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელვინ ჰარისი ყველაზე მაღალანაზრაურებადი დიჯეია

კელვინ ჰარისი „ფორბსის“ ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად დიჯეად დასახელდა. გამოცემის მონაცემებით, უკანასკნელ წელს კელვინმა 66 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ამ მონაცემებით კი მან ყველა თავისი კოლეგა უკან ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჰარისი პირველ ადგილზე 2013 და 2014 წლებშიც იმყოფებოდა.

რეიტინგის მეორე ადგილზე დევიდ გეტა განთავსდა 37 მილიონით, სამეულს კი ტიესტო 36 მილიონით ხურავს.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: 4. Skrillex — $24 მლნ.; 5. სტივ აოკი — $24 მლნ.; 6. ავიჩი — $19 მლნ.; 7. Kaskade — $18 მლნ.; 8. Martin Garrix — $17 მლნ.; 9. Zedd — $17 მლნ.; 10. Afrojack — $16 მლნ.