LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა პოპულარობით ბიონსეს გაუსწრო

კიმ კარდაშიანი „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული პერსონაა. მისი გამომწერების რაოდენობა 44 მილიონ ადამიანს აღწევს, ამ მონაცემებით კი ის ბიონსეს რამდენიმე ასეული ადამიანით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ბიონსე წლების მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოთხოვნადი ადამიანების ათეულში კარდაშიანების კლანის სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან – კენდალ ჯენერი (7 ადგილი), კაილი ჯენერი (8 ადგილი) და ქლოე კარდაშიანი (10 ადგილი).

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, ნიკი მინაჟი, არიანა გრანდე და მამრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელი – ჯასტინ ბიბერი.