MTV-ს „ინსტრაგრამის“ ოფიციალურ ექაუნთზე MTV VMA 2015-ზე გამომსვლელთა ვინაობა გამოქვეყნდა. კონცერტზე, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართება, ფარელ უილიამსი, ტორი კელი, დემი ლოვატო, The Weeknd, Macklemore & Ryan Lewis, ASAP Rocky, Twenty One Pilots გამოვლენ.
ამჟამად ცნობილი ხდება, რომ მათ ნიკი მინაჟი და ჯასტინ ბიბერიც შეუერთდებიან. ცერემონიის წამყვანი მაილი საირუსი იქნება.
