LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა კელვინ ჰარისს სიყვარული სცენიდან აუხსნა

ტეილორ სვიფტისა და კელვინ ჰარისის ურთიერთობა სულ უფრო რომანტიული ხდება. ამ დღეებში ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტის მსვლელობისას, რომელიც მისი ტურნეს 1989 ფარგლებში გაიმართა, ტეილორი ბოიფრენდს სიყვარულში პირდაპირ სცენიდან გამოუტყდა.

ამის შესახებ თაყვანისმცემლებისგან გავრცელებული ვიდეოს საშუალებით გახდა ცნობილი. ფინალური სიმღერის Shake It Off შესრულების შემდეგ სვიფტმა ტრადიციული რევერანსი გააკეთა, ამის შემდეგ კი კელვინს შეხედა და „მე შენ მიყვარხარ“ წარმოთქვა. ჰარისი სცენასთან ძალიან ახლოს იდგა, ისე, რომ ფანებს ამ ყველაფრის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.