LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპერ სმარტმა ჯენიფერ ლოპესს ხელი ხუთჯერ სთხოვა

ცოტა ხნის წინ დასავლურმა პრესამ დაწერა, რომ ჯენიფერ ლოპესი ცოლად ბოიფრენდს, კასპერ სმარტს მიჰყვება. როგორც გაირკვა, მარტო 2015 წელს სმარტმა უკვე ხუთჯერ შესთავაზა ცოლობა ლოპესს, ეს უკანასკნელი კი იძულებული გახდა თანხმობა ეთქვა.

„ ჯენი დაიღალა კასპერისგან ერთი და იმავეს მოსმენით. მას მობეზრდა ახალი მიზეზების მოფიქრება, მარტო წელს მან ხუთჯერ შესთავაზა ცოლობა“ – აცხადებს გამოცემა Life & Style-ის წყარო.

ბუნებრივია ვარსკვლავის ასეთი პოზიცია ბევრისთვის გაუგებარი რჩება, რადგან წყვილი თავისუფალ დროს ლოპესის შვილებთან ერთად ატარებს, ისინი ასევე ერთად მუშაობენ და ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი არ ბეზრდებათ.