LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards-ზე კანიე ვესტი მაიკლ ჯექსონის სახელობის პრემიას მიიღებს

MTV Video Music Awards-ის ორგანიზატორებმა იმ მომღერლის სახელი გაამჟღავნეს, რომელიც წლევანდელ ცერემონიაზე მაიკლ ჯექსონის სახელობის პრემიას მიიღებს. ამჯერად ეს პატივი წილად კანიე ვესტს ხვდება „შემოქმედებაში მიღწეული წარმატებებისთვის“. აქამდე პრემიის ლაურეატები მადონა, დევიდ ბოუი, ბიონსე, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვა ცნობილი მუსიკოსები გახდნენ.

ყოველ წელს, ჯილდოს მფლობელის ვინაობა ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ვლინდება და ის MTV VMA-ს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრიზად ითვლება. კანიე ვესტმა კი უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა. როგორც ცნობილია ის განსაკუთრებული გამოსვლისთვის ემზადება.