LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი კოსმოსს დაიპყრობს

რობერტ პატინსონი კლერ დენის სამეცნიერო-ფანტასტიკურ პროექტში მონაწილეობას მიიღებს. „ბინდის“ ვარსკვლავი ახალგაზრდა ასტრონავტს განასახიერებს. გადაღებები გერმანიაში წლის ბოლოს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს პატინსონი დიდ ეკრანებზე დრამაში „უდაბნოს დედოფალი“ გამოჩნდება. ამ მომენტისთვის კი მსახიობი ფილმის „დაკარგული ქალაქი Z“ გადაღებებით არის დაკავებული.