ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად კარნავალისთვის საზოგადოებას უჩვეულო კოსტიუმი შესათავაზა. წლევანდელი სეზონის ჰიტი ”კეიტლინ ჯენერის” ფორმა იქნება. საუბარია თეთრეულზე, რომელშიც ბრიუს-კეიტლინის დებიუტი შედგა Vanity Fair-ის გარეკანზე. მას მოჰყვება წარწერა „დამიძახეთ კეიტლინი“.
სპეციალურ მაღაზიებში კოსტიუმის გამოჩენამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. კომენტარების უმეტესობაში იდეის ავტორები მამაცი და გამბედავი ქალის დაცინვაში დაადანაშაულეს.
