LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების ლამაზმანი ქალიშვილების ტოპ-7

ჰოლივუდის ზოგიერთ წარმომადგენელს მშვენიერებით არც შვილები ჩამოუვარდებიან, ბევრი მათგანი კინოგადაღებებისა თუ სცენისკენაც მიისწრაფვის და რასაკვირველია,  მედიის ყურადღების ცენტრში აუცილებლად ხვდებიან. რამდენიმე მათგანის ფოტოს გთავაზობთ.

ლილი კოლინზი

lily collins

მუსიკოს ფილ კოლინზის შვილი გახლავთ. ის მსახიობია და მის ანგარიშზე რამდენიმე ფილმია, მათ შორის „სარკევ, სარკევ“, სადაც 2012 წელს ფიფქიას როლი განასახიერა. მას ფიფქიასთვის შესაფერისი გარეგნობა აქვს, არ გვეთანხმებით?

ფრანჩესკა ისტვუდი

francecka eastwood

ლეგენდარული მსახიობისა და რეჟისორის, კლინტ ისტვუდის ქალიშვილია. მომხიბვლელი გოგონა რეალურ შოუში „მისის ისტვუდი და კომპანია“ მონაწილეობით გახდა პოპულარული, გახლავთ მოდელი, მსახიობი და ტელეპერსონა.

პაულინა გრეტსკი

paulina gretzky

მსოფლიოს ნომერ პირველ ჰოკეისტად ცნობილი უეინ გრეტსკის ქალიშვილია. ის მოდელი, პოპმომღერალი და მსახიობი გახლავთ. ხშირად პოზირებს ჟურნალებისთვის და არ ერიდება თამამ ფოტოებსაც.

ზოი კრავიტცი

zoe kravitz

ბრწყინვალე როკმუსიკოსის, ლენი კრავიტცისა და მსახიობ ლიზა ბონეტის შვილია. ის თავადაც მსახიობია და ცნობილი გახდა თავისი როლით ფილმში „დივერგენტი“. მამის გზასაც გაჰყვა და ზოგჯერ მღერის კიდეც.

ლუიზა გამერი

მერილ სტრიპის ქალიშვილია. ის მოდელობითაა დაკავებული და თავის დებსა და დედასთან ერთად ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე. გადაიღეს „დიორის“ სარეკლამო კამპანიაში და პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებისთვის.

დენიელ რაილი კიოს

danielle

გვარიდან ვერ მიხვდებით, ვისი შთამომავალია. ის გახლავთ ლიზა მარია პრესლის ქალიშვილი, შესაბამისად, ელვის პრესლის შვილიშვილი. ის მოდელობითა და მომღერლობითაა გატაცებული. გადაღებულია პრესტიჟული ბრენდების სარეკლამო კამპანიებში.

ბრაის დალას ჰოვარდი

bryce howard

ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის, რონ ჰოვარდის შვილია. ლამაზმანმა ახლახან მონაწილეობა მიიღო „იურული პერიოდის პარკის“ ახალ ფილმში, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაამყარა. რაც შეეხება რონ ჰოვარდს, მან „ბრწყინვალე გონებისთვის“ „ოსკარი“ დაისაკუთრა, როგორც საუკეთესო რეჟისორმა. მის ანგარიშზე ბევრი ცნობილი ფილმია, მათ შორის „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.