ჯენიფერ ლოურენსის შემდეგ კრის მარტინის ყურადღება 30 წლის მსახიობმა, ანაბელ უოლისმა მიიქცია. წყვილი უკვე შენიშნეს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში რომანტიულ ვახშამზე.
„ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ნამდვილი წყვილი. კრისი უგონოდ არის შეყვარებული, მან ანაბელს რამდენჯერმე ვანკუვერში გადაღებებზეც ჩააკითხა“ – განაცხადა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ მარტინამდე მსახიობი ნიკოლას ჰოლტს ხვდებოდა.
