მიუხედავად იმისა, რომ კარა დელევინმა მოდელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მისი ახალი სარეკლამო კამპანიები საპირისპიროზე მეტყველებს. ცოტა ხნის წინ მან Yves Saint Laurent Rouge Pur Couture-ის ტუჩის საცხის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
მოდელის ვიზუალის სითამამემ თაყვანისმცემლებში დაბნეულობა გამოიწვია. მკაცრი შავი პიჯაკი, წითელი ტუჩსაცხი და შიშველი სხეული – სწორედ ასეა გამოსახული 23 წლის კარა ბრენდის ახალ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა.

