LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერს ფილმში „სექსი დიდ ქალაქში“ მონაწილეობა არ სურდა

სერიალმა „სექსი დიდ ქალაქში“ სარა ჯესიკა პარკერს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. თუმცა თავიდან სრულიად შესაძლებელი იყო, რომ კერი ბრედშოუ სრულიად სხვა მსახიობს განესახიერებინა. მსახიობის კოლეგამ, სეტ რადეტსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად სარას არ სურდა პროექტში მონაწილეობა.

„სარას საპილოტე სერიაში მონაწილეოაბც კი არ უნდოდა, მზად იყო ერთდროულად სამ პროეტქში უფასოდ მიეღო მონაწილეობა ამ ერთის სანაცვლოდ. სარა მზად იყო ტელეარხთან კონტრაქტიც კი გაეუქმებინა“ – განაცხადა სეტმა.

შეგახსენებთ, რომ კერი ბრედშოუ – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. რადეტსკიმ ისიც განაცხადა, რომ ფილმის მესამე ნაწილის გადაღებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.