ჟურნალმა Time Out გამოკითხვა ჩაატარა და 2015 წლის ათი საუკეთესო კლიპი გამოავლინა. რეიტინგის სათავეშე FKA twigs-ის „M3LL155X“ მოხვდა. ვიდეოში, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, თავმოყრილია მომღერლის ოთხი თრექი – „Figure 8“, „I’m Your Doll“, „In Time“ და „Glass & Patron“.
მეორე ადგილზე კენდრიკ ლამარი მოხვდა კლიპით „Alright“, სამეულს კი ბიორკი ხურავს ვიდეოთი „Stonemilker“.
ათეულში ასევე მოხვდნენ: სია – “Elastic Heart”, Carnage – “I Like Tuh”, The Soft Moon – “Far” და ა.შ.
