„პირველი არხის“ ჟურნალისტი, „მოამბის“ წამყვანი თამთა სანიკიძე ერთი კვირის წინ დაოჯახდა. ის ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, შმაგი კობახიძეს გაჰყვა ცოლად. მათი სიყვარულის ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ქორწინებით მცირე ხნის წინ დაგვირგვინდა.
თამთას გათხოვების ამბავს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა:„ თამთა გილოცავ, ბედნიერება შენ. ახლა მთავარია, რა უფრო მეტად იქნები, რძალი თუ ჟურნალისტი…“
ნანუკას ამ მინაწერს ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი გამოეხმაურა და ტელეჟურნალისტს ჰკითხა, საკუთარი თავისთვის თუ უკითხავს იგივე, რაზეც ნანუკამ უპასუხა: „კი, პასუხი რომ მოვისმინე, ამიტომაც წავედი არაპოლიტიკურ გადაცემაში“.
