გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, ამ ფანდს ქალები ძველად იყენებდნენ. ძილის წინ თმის ზევით აწევა და ე.წ. „კოსის“ გაკეთება სწორ გადაწყვეტად მიაჩნდათ, თმა ერთმანეთში არ იბურდებოდა, არ ჭუჭყიანდებოდა და მის პატრონს ძილშიც არ უშლიდა ხელს.
თუკი გრძელი თმა გაქვთ, ან თუნდაც საშუალო სიგრძის, რომელსაც არ აქვს მოცულობა, დაიძინეთ ზევით ერთ კონად შეკრული თმით. ვინაიდან თმა ისედაც აწეული იქნება, თანაც, მთელი ღამით, დილას გაიღვიძებთ და თქვენს თმას მოცულობა შეემატება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც აქვს ზევით აწეულ თმას, ის თურმე უფრო სწრაფად იზრდება!. რადგან შეკრული თმა ერთმანეთს არ ედება, ნაკლებად ტყდება, ვიდრე გაშლილი.
თუმცა გაითვალისწინეთ, ღამე თმა მაგრად არაფრით არ უნდა შეიკრათ, გამოიყენეთ შედარებით მსუბუქი თმის სამაგრი, თმა აუცილებლად თავისუფლად უნდა გქონდეთ შეკრული. ამ ხერხის გამოყენებით ის ყოველთვის შეინარჩუნებს კარგ ფორმას ძირიდან ბოლომდე.
ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ იმისთვის, რომ თმა ყოველთვის იდეალურ ფორმაში გქონდეთ. გაუზიარეთ ახალი აღმოჩენა თქვენს მეგობრებსაც.
