კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ არ აპირებს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას.
“როცა ამგვარ ჭორებს ვისმენ, მათზე არ ვფიქრობ და თავს აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან მიხარია, “ბარსელონაში” რომ ვთამაშობ, მით უმეტეს, ასეთ პარტნიორებთან.
“ბარსელონას” გულშემატკივრებს არაფერი აქვთ სანერვიულო”, – განაცხადა ნეიმარმა.
როგორც იცით, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ”წითელი ეშმაკები” ბრაზილიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 190 მილიონ ევროს იხდიან.
