საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 საფეხურით წინ გადაიწია.
კახა ცხადაძის გუნდს 165 ქულა აქვს, ზუსტად იმდენი, რამდენიც ერთი თვის წინ ჰქონდა, მაგრამ ამჟამად 147-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს აგვისტოში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. თუ ქართველები 4 სექტემბერს შოტლანდიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან წარმატებით იასპარეზებენ, სექტემბრის რეიტინგში კიდევ უფრო წინ წაიწევენ.
პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. არგენტინა
2. ბელგია
3. გერმანია
4. კოლუმბია
5. ბრაზილია
საქართველოს სიახლოვეს კი შემდეგი გუნდები იმყოფებიან:
145. ყაზახეთი
146. გუამი
147. საქართველო
148. კიურასაო
149. თურქმენეთი
150. ლიხტენშტეინი
საქართველოს ხვალინდელი მეტოქე შოტლანდია 31-ე ადგილზეა. რაც შეეხება სხვა ნაკრებებს – პოლონეთი 34-ე ადგილზე, ირალნდია 51-ზე, გიბრალტარი კი ჯერ ფიფას რეიტინგ-სიაში არ შეყავს.
