როგორი იყო 20 წლის წინ რუსი სტილის დედოფალი
ეველინა ხრომჩენკო ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი კარგად მორგებულმა იმიჯმა.
ის დიდი ხანია, მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია. რუსულ „პირველ არხზე“ მიჰყავს გადაცემა, „მოდური განაჩენი“ და არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი სახე. გარდა ამისა, 13 წლის განმავლობაში რუსული L’officiel-ის მთავარი რედაქტორი გახლდათ.
არავინ იცის, ზუსტად რამდენი წლისაა. უკვე დიდი ხანია, 40 წელს გადასცდა, მაგრამ მოხერხებულად მალავს ასაკს, ისევე, როგორც საკუთარ სიმაღლეს, რადგან დაბალ ქუსლებზე მას ვერასდროს ნახავთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად ახდენს ლამაზი ფეხების დემონსტრირებას, ვერ იტანს მუქი ლაქით დაფერილ გრძელ ფრჩხილებს და მაკიაჟის კუთხითაც ზომიერებას ანიჭებს უპირატესობას. ერთი სიტყვით, ის რუსული მოდის კერპია.
ერთხელ ცნობილმა დიზაინერმა ჯონ გალიანომ აღნიშნა:“ჩემთვის რუსეთი არის წითელი მოედანი, ხიზილალა და ეველინა ხრომჩენკო!..“
თუმცა შეხედეთ მის ფოტოებს. აშკარაა, რომ მისი იმიჯის სრულ გარდასახვაში გემოვნებიან სტილისტს აქვს მონაწილეობა მიღებული. 20 წლის წინ გადაღებული ფოტოდან სულ სხვა ქალი იმზირება.


