LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის დედა ისევ თხოვდება და გვარს იცვლის

ინფორმაცია კიმ კარდაშიანის დედის, კრის ჯენერისა და კორი გემბლის ქორწინებაზე, როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება. დღეს რამდენიმე გამოცემა ადასტურებს ინფორმაციას, რომ 59 წლის ჯენერმა 25 წლით პატარა ბოიფრენდისგან შემოთავაზება უკვე მიიღო.

ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კრის ჯენერმა ყოფილი მეუღლის, სქესშეცვლილი კეიტლინ ჯენერის პოპულარობის გამო მიიღო, რადგან თვლის რომ ძალზედ დაიჩრდილა. პატარა ბიჭზე ქორწინება კი, გაპიარების საუკეთესო საშუალებაა.

კარგი კომერციული შეთავაზებაა ეს კორი გემბლისთვისაც, რომელიც კარდაშიანების პოპულარული ოჯახის წევრი ხდება. აქვე გამოცემები ინსაიდერებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ კრის ჯენერი მისის გემბლი გახდება.