LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალური ფესტივალის გახსნას ახალციხეში კულტურის მინისტრი დაესწრება

Ardaidardo.Geდღეს, საღამოს შვიდ საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხეში, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიებას მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

 

2015 წელს, ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელს საშუალება ექნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრის სპექტაკლებს დაესწროს. სამი კვირის განმავლობაში წარმოდგენებს გამართავენ თბილისის, გორის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმისა და მესხეთის თეატრების დასები.

ფესტივალის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრება. წარმოდგენილი იქნება მიხეილ თუმაშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.

Ardaidardo.Ge