აგვისტოს დასაწყისში ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი ერთმანეთს შორდებიან. ყველაფერი კი იმით დასტურდებოდა, რომ წყვილს სულ უფრო იშვიათად ხედავდნენ ერთად. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მოახერხეს წყვილის ერთად დაფიქსირება, გუშინ კი სუპერმოდელმა თავად განათავსა ფოტო „ინსტაგრამზე“.
„და ჩემი გული გაჩერდა… ოჯახი – ყველაზე დიდი ბედნიერებაა“ – დაურთო ჟიზელმა ფოტოს.
„ისინი ცხოვრებით ტკბებიან, მათ ყველაფერი შესანიშნავად აქვთ“ – განუცხადა წყარომ ჟურნალს People. ფოტოების მიხედვით, ჟიზელსა და მის ოჯახს მართლაც ყველაფერი კარგად აქვს.



