LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას 10 კანდიდატი პედროს შემცვლელად

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა  ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პედრო როდრიგესის შემცვლელის ყიდვას გეგმავს. ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ცნობით, ამისთვის ისინი 10 ფეხბურთელს აკვირდებიან, თუ არ ჩავთვლით ნოლიტოს.

აღნიშნული ფეხბურთელიების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ესპანეთიდან – კარლოს ველა (“სოსიედადი”), სოფიან ფეგული (“ვალენსია”);

ინგლისიდან – ხესუს ნავასი (“მანჩესტერ სიტი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”), რიადა მარეზა (“ლესტერი”), ფლორიან ტოვენი (“ნიუკასლი”);

იტალიიდან – ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”).

გერმანიიდან –  კარიმ ბელარაბი (ლევერკუზენის “ბაიერნი”)

ჰოლანდიიდან – ლასე შონე (ამსტერდამის “აიაქსი”).

შეგახსენებთ, ფიფას მიერ კატალონიური გრანდზე დაწესებულ სანქციას ვადა 2016 წლის პირველ იანვარს გასდის. სწორედ იანვრიდან შეძელებენ მოედანზე გასვლას ”ბარსას” ახალწვეულები არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.