LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპელო ევროპული კლუბის გაწვრთნას გეგმავს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო , რომელმაც ცოტა ხნის წინ  რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტიდან დაითხოვეს, აცხადებს, რომ მისი მომავალი სამუშაო ადგილი რომელიმე ევროპული კლუბი იქნება.

“ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ ვიცი, რას გავაკეთებ. მაგრამ კლუბის გაწვრთნა მსურს და არა ნაკრების. ნაკრებში არ გაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რათა ფეხბურთელებს შენი სათამაშო კონცეპციები გადასცე”.- თქვა კაპელომ Premium Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, კაპელოსბოლო კლუბი მადრიდის ”რეალი” იყო, რომელიდანაც 2007 წელს ესპანეთის ჩემპიონატის მოგების მიუხედავად დაითხოვეს. მას შემდეგ კი ტიტულოვანი იტალიელი ინგლისისა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს წვრთნიდა.