LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური ბანკომატი

ჩინეთში უნიკალური ბანკომატი შექმნეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება – პაროლებისა და პინ-კოდების პარალელურად, სიახლეს სახის ამომცნობი აქვს. თუ პაროლის შემდეგ სახე იდენტიფიცირებულ ფოტოს არ დაემთხვა, ბარათი ავტომატურად იბლოკება.

ამას გარდა, ბანკომატი ავტომატურად უკავშირდება პოლიციის განყოფილებას და ყალბი მფლობელის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ამ უკანასკნელებს კი შესაბამისი ზომების მიღება მომენტალურად შეუძლიათ. ახალი ბანკომატების კომერციული გავრცელება, წლის ბოლომდე დაიწყება.