LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კურნიკოვამ და ენრიკე იგლესიასმა ერთად დასვენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს

ანა კრნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ერთად თითქმის 15 წელია არიან, თუმცა ისინი ერთად პაპარაცებს არც ისე ბევრჯერ დაუფიქსირებიათ. შეყვარებულები მალავენ თავის პირად ცხოვრებას. ერთადერთი საშუალება, რამე გაიგო მათზე, რჩება „ინსტაგრამ“ გვერდები, რომლებიც ასევე იშვიათად ახლდება.

ამ დღეებში ანამ და ენრიკემ მაიამიში, იახტაზე დასვენების ამსახველი ფოტოები გააზიარეს. ყოფილი სპორტსმენი და მომღერალი თავის საყვარელ ძაღლებთან ერთად პოზირებენ, თუმცა, შესამჩნევია, რომ არცერთი ფოტო მათი ერთობლივი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ანას და ენრიკეს რომანი 15 წლის წინ დაიწყო, წყვილს ამ დრომდე არ დაუკანონებია ურთიერთობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი ერთმანეთის მშობლებსაც არ იცნობენ.